სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის
საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტების მისაღები კომისიების
შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N 69/2019 მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე.
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტების მისაღები კომისია დანართი No1-ის შესაბამისად.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
მზია წერეთელი